ბანანის სასარგებლო თვისებები

დეკემბერი 9, 2024
ბანანები
სარჩევი

ბანანი არის ხილი, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით და გააჩნია სხვადასხვა ტიპის დადებითი თვისება. ის შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს და ვიტამინებს B6 და C.

ასევე, ის ძალიან კარგი ვარიანტია თუ გსურთ თქვენს დიეტაში ან კვების რაციონში სასარგებლო და გემრიელი ხილის დამატება.

რა სასარგებლო თვისებები აქვს ბანანს

ქვემოთ ჩამოთვლილი ბანანის სასარგებლო თვისებები მხოლოდ ნაწილია იმ სარგებლის, რისი მოტანაც ამ ხილს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

1. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

დაჭრილი ბანანი თეთრ ჯამში

ბანანი შეიცავს დიეტურ ბოჭკოს, რომელიც კარგია საჭმლის მონელებისთვის. რეზისტენტული სახამებელი, ბოჭკოს ტიპი, რომელიც გვხვდება მოუმწიფებელ ბანანში, არის პრებიოტიკი, რომელიც ეხმარება მონელებას.

უფრო მეტიც, პექტინი – კიდევ ერთი ტიპი, რომელიც გვხვდება როგორც მწიფე, ასევე მოუმწიფებელ ბანანში – ხელს უშლის შეკრულობას და არბილებს განავალს.

2. მდიდარია ანტიოქსიდანტებით

მწვანე ბანანი

ბანანის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება არის ის, რომ ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მასში გვხვდება ფლავონოიდები და ამინები. ანტიოქსიდანტები კი ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული უჯრედების ჟანგვითი დაზიანების თავიდან აცილებას.

თუ ადამიანი არ იღებს საკმარის ანტიოქსიდანტებს, თავისუფალი რადიკალები შეიძლება დაგროვდეს დროთა განმავლობაში და გამოიწვიოს პრობლემები, თუ მათი დონე ორგანიზმში გახდება მაღალი.

3. კარგია თირკმელებისთვის

ორი მწიფე ბანანი

როგორც კალიუმის წყარო, ბანანი შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს თირკმელების ჯანმრთელობისთვის. სწორედ კალიუმთან არის დაკავშირებული არტერიული წნევის დაქვეითება და თირკმლის დაავადების ნელი პროგრესირება.

თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს თირკმელების დაავადების გვიანი სტადია ან გადიან დიალიზს, უნდა შეზღუდონ კალიუმის მიღება.

4. დადებითად მოქმედებს გულზე

წითელი გული ყვითელ ფონზე

დამატებით, კალიუმი სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ბანანმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს გულზე. ასევე, ის შეიცავს მაგნიუმს, რაც ასევე სასარგებლოა გულისთვის.

ასე, რომ ბანანის შეტანა თქვენს დიეტაში სასარგებლოდ აისახება ჯანმრთელობაზე. ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, შეურიოთ კერძს ან მოამზადოთ გემრიელი ბანანის ნამცხვარი.

5. არეგულირებს შაქრის დონეს

ბანანის აცმა ხეზე

ხსნადი ბოჭკოების შემცველობა ბანანს კარგ საშუალებად აქცევს, თუ სისხლში შაქრის დონის რეგულირება გსურთ. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მიუხედავად, ბანანმა შეიძლება არ გამოიწვიოს შაქრის დონის მნიშვნელოვანი მატება იმ ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ დიაბეტი.

თუმცა, მათ ვისაც დიაბეტი აქვს, დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღონ ეს ხილი, რადგან ამან შეიძლება შაქრის დონე აწიოს. ამიტომ, სასურველია მიირთვათ ცოტა.

შეჯამება

როგორც ხედავთ, ბანანის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია. ეს ეხება როგორც მწიფე, ასევე, მოუმწიფებელ, მწვანე ბანანს. მასში არსებული საკვები ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

მსგავსი სტატიები

წითელი და შავი ჟოლო

ჟოლოს ჯიშები და სახეობები

ჟოლო არის უგემრიელესი საზაფხულო ხილი და არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა და ჯიში. მისი გამოყენება ხშირად ხდება

წითელი ჟოლოები

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ჟოლო ძალიან გემრიელი ხილია, მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვადასხვა სარგებლის მოტანა

ერთი წითელი და ორი მწვანე ვაშლი

ვაშლის სასარგებლო თვისებები

ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია და მას მრავალი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ადამიანს, რაც სხვადასხვა კვლევებითაც დგინდება. დღეში

body mass index

BMI: წონის გამოთვლის ფორმულა

BMI ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია, რომელიც გამოიყენება ადამიანის წონის შესაფასებლად, სიმაღლის და წონის შეფარდების გზით. ეს