შემოდგომა კარგი დროა დიეტის დასაწყებად და გოგრის დიეტა ერთ-ერთი საუკეთესოა. ის საკმაოდ ნოყიერი და საკვები ნივთიერებებით მდიდარია.
ამ დიეტის დაცვა საკმაოდ მარტივია, რადგან მხოლოდ ორი კვირა გრძელდება და არ არის ძალიან შემზღუდველი.
რა არის გოგრის დიეტა
გოგრის დიეტა არ არის დიეტა კლასიკური გაგებით. ის უბრალოდ გულისხმობს გოგრის ჩართვას თქვენს ყოველდღიურ კვებაში, სხვა საკვებთან ერთად.
ის საკმაოდ ნოყიერია, სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ერთ-ერთი კარგი კვების სტილია, რომელიც შემოდგომაზე შეგიძლიათ დაიწყოთ.
ასევე, გოგრის დიეტა არის ძალიან კარგი წონის დასაკლები საშუალება. ერთი ჭიქა გოგრა შეიცავს 10 გრამ ბოჭკოს და კალორიების შემცველობა საკმაოდ დაბალია.
გარდა ამისა, გოგრა დაგეხმარებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაშიც.
დადებითი მხარეები
გოგრა ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის და ბევრი დადებითი მხარე აქვს, რაც ძირითადად გამოწვეულია ბეტა კაროტინის შემცველობით.
შესაბამისად, ეს დიეტა დაგეხმარებათ არა მარტო წონის რეგულირებაში, არამედ, დადებითად იმოქმედებს ორგანიზმზე. ასევე, გოგრის თესლი არის საკმაოდ სასარგებლო და შეგიძლიათ მისი მირთმევაც.
- იმუნიტეტი: გოგრა შეიცავს ბეტა კაროტინის დიდ დოზას, რომელიც ნაწილობრივ გარდაიქმნება A ვიტამინად. ეს კი გვეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში.
- კანი: გოგრაში არსებული ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორისაა ბეტა კაროტინი, ვიტამინები C და E. ის კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.
- გული: ხილი და ბოსტნეული კარგია გულისთვის და გოგრა შეიცავს კალიუმს, რაც ხელს უწყობს მაღალი წნევის დონის შემცირებას.
როგორ დავიცვათ გოგრის დიეტა
გოგრის დიეტის დაცვა საკმაოდ მარტივია. ის დაყოფილია ხუთ მარტივ ეტაპად და გრძელდება მხოლოდ 14 დღე.
გარდა იმისა, რომ ის მარტივია, ამ დროს უმჯობესდება საჭმლის გადამუშავება და ხდება მეტი კალორიის დაწვა.
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ გოგრის დიეტის დროს, ყოველდღე უნდა მიიღოთ მინიმუმ ორი ლიტრი წყალი.
- დღე 1: უმჯობესია მხოლოდ ბოსტნეულის და გოგრის მირთმევა. საუზმეზე შეგიძლიათ გამომცხვარი გოგრა და სტაფილო, სადილზე გოგრა, სტაფილო, ნიახური და გამომცხვარი გოგრა ვახშამზე.
- დღე 2: შეგიძლიათ გაიმეოროთ წინა დღის მენიუ, ან სადილზე მიირთვათ გოგრის სუპი კარტოფილით. ვახშამზე შეგიძლიათ უშაქრო გოგრის ღვეზელის მირთმევაც.
- დღე 3: გაიმეორეთ წინა დღის მენიუ, თუმცა, ამჯერად გოგრის და კარტოფილის წვნიანის მაგივრად მოამზადეთ გოგრის და საქონლის ხორცის წვნიანი.
- დღე 4: საუზმეზე მიირთვით გოგრის პიურე და მწვანე სალათა. სადილზე გოგრის და ბოსტნეულის წვნიანი, ხოლო ვახშამზე, გამომცხვარი გოგრა.
- დღე 5-12: გაიმეორეთ წინა ოთხი დღე ორჯერ. შეგიძლიათ მცირე ცვლილებების შეტანა.
- დღე 13-14: ბოლო ორი დღე იმეორებთ გოგრის დიეტის პირველ და მეორე დღეებს.
14 დღის შემდეგ, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ნორმალურ კვებას, მაგრამ უმჯობესია უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე – სწრაფი კვება, გაზიანი სასმელები და ბევრი შაქარი.
წონის უკეთ შესანარჩუნებლად კი მოუმატეთ ხილის და ბოსტნეულის ჭამას.
შეჯამება
როგორც ხედავთ, გოგრის დიეტა არის ძალიან მარტივი, ნოყიერი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ის სულ ორი კვირა გრძელდება და გეხმარებათ წონის დაკლებაში.