იაპონური დიეტა: ტრადიციული და ჯანსაღი

ოქტომბერი 23, 2024
სარჩევი

იაპონური დიეტა ეფუძნება ტრადიციულ იაპონურ სამზარეულოს, ცნობილი როგორც “ვაშოკუ”, რომელიც შედგება მარტივი, ახალი და სეზონური საკვებისგან.

კვების ეს ტიპი მდიდარია ნუტრიენტებით და მრავალი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის წონის კონტროლი, საჭმლის მონელების გაუმჯობესება და სხვა.

რა არის იაპონური დიეტა

ბრინჯი და ბოსტნეული

ტრადიციული იაპონური დიეტა არის კულინარიული ფილოსოფია, რომელიც ეყრდნობა სიმარტივეს, სეზონურობასა და ბალანსს. ის ფოკუსირებულია მინიმალურად დამუშავებულ, სეზონურ ინგრედიენტებზე, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა კერძში.

ამ დიეტის საფუძველია ორთქლზე მოხარშული ბრინჯი, ლაფშა, თევზი, ფერმენტირებული სოია და ზღვის მცენარეები. ეს შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ასევე, ჩამწნილებული ხილი და ბოსტნეული.

ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიცაა კვერცხი, რძის პროდუქტები და ხორცი, თითქმის მთლიანად ამოღებულია კვების რაციონიდან. ამ დიეტას მსგავსება ახასიათებს ოკინავას დიეტასთან, მაგრამ შეიცავს ბრინჯისა და თევზის უფრო მეტ დოზას.

ასევე, ეს დიეტა ძალიან განსხვავდება თანამედროვე იაპონური სამზარეულოსგან, რომელზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დასავლურმა და ჩინურმა კულინარიულმა ტრადიციებმა.

იაპონური დიეტის დადებითი მხარეები

იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია ცნობილ დიეტებს შორის და მას მრავალი დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით

ეს ტრადიციული იაპონური დიეტა გამოირჩევა აუცილებელი საკვები ნივთიერებების სიმდიდრით. ამ დროს ორგანიზმი იღებს ბოჭკოს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და ვიტამინებს A, C და E.

ამ დიეტის უნიკალურობა ბოსტნეულის მომზადების მეთოდშია, რომელსაც ხშირად ადუღებენ დაშიში, ხმელი თევზისა და ზღვის ბოსტნეულისგან დამზადებულ წვნიანში. ის არა მარტო ამდიდრებს გემოს, არამედ ამცირებს ბოსტნეულის მოცულობას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს მიირთვან უფრო მეტი რაოდენობა და გაზარდონ საკვები ნივთიერებების მიღება.

გარდა ბოსტნეულისა, იაპონური დიეტა შეიცავს ზღვის მცენარეების და მწვანე ჩაის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც ცნობილია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. ეს კი კარგად მოქმედებს უჯრედების დაცვაზე.

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ტრადიციული იაპონური დიეტის აქცენტი კეთდება ზღვის წყალმცენარეებზე, სოიაზე, ხილსა და ბოსტნეულზე. ორგანიზმი იღებს ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, რაც დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

უხსნადი ბოჭკო ამცირებს ყაბზობის რისკს, ხოლო ხსნადი ბოჭკო კვებავს ნაწლავებს სასარგებლო ბაქტერიებით და ზღუდავს მავნე მიკრობების ზრდას.

ასევე, ხილის და ბოსტნეულის მწნილის ჩართვა კვების რაციონში პრობიოტიკების შესანიშნავი წყაროა. ეს სასარგებლო მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანმრთელობას და ამცირებს შებერილობას, ყაბზობის და დიარეის რისკს.

კარგია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ

იაპონური დიეტის დროს ადამიანი მიირთმევს თევზს, ზღვის მცენარეებს, მწვანე ჩაის, სოიას, ხილსა და ბოსტნეულს. ეს კი საბოლოოდ დადებითად მოქმედებს გულის დაავადებებზე და II ტიპის დიაბეტზე.

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 33 მამაკაცმა, აჩვენა, რომ 6 კვირის განმავლობაში ტრადიციული იაპონური დიეტის დაცვამ გამოიწვია ტიპი 2 დიაბეტის რისკის ფაქტორების შემცირება და კარგი LDL ქოლესტერინის დონე.

რა ვჭამოთ და რას მოვერიდოთ

იაპონური დიეტის საკვები

იაპონური დიეტა არ არის ძალიან შემზღუდველი და გარდა ზღვის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულისა, შესაძლებელია მცირე რაოდენობით კვერცხი, რძის პროდუქტები და ხორცი.

თუმცა, არსებობს საკვები, რომლის მიღებაც არ შეიძლება, მაგალითად ჩიფსები, პოპკორნი. ქვემოთ არის ჩამონათვალი რისი ჭამა შეგიძლიათ და რას უნდა აარიდოთ თავი თუ ტრადიციულ იაპონურ დიეტაზე გადასვლა გსურთ.

შეგიძლიათ მიირთვათ:

  • ყველა სახის თევზი და ზღვის პროდუქტები.
  • ედამამი, ტოფუ, სოიას სოუსი.
  • ნედლი ან ჩამწნილებული ხილი და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.
  • ლაფშა და ორთქლზე მოხარშული.
  • ცხელი მწვანე ჩაი და ცივი ქერის ჩაი.

რას უნდა მოერიდოთ:

  • კარაქი, მარგარინი, რძე, ყველი, იოგურტი, ნაყინი.
  • საქონლის, ღორის, ქათმის, ბატის ხორცი.
  • კვერცხი, ცხიმებით მდიდარი სოუსები, სამზარეულოს ზეთები.
  • ცომეული, დამუშავებული ან შაქრიანი საკვები.

ქვემოთ მოცემულია იაპონური დიეტის 3 დღის მენიუს მაგალითი.

დღესაუზმესადილივახშამი
I დღეორთქლზე მოხარშული ბრინჯი და ზღვის მცენარეების სალათაშემწვარი თინუსი, კალის სალათა და მოხარშული ბოსტნეულიუდონის ატრიის წვნიანი და ბოსტნეულის მარინადი
II დღემისოს წვნიანი და ორთქლზე მოხარშული ბრინჯიზღვის მცენარეები, ბრინჯი და ბოსტნეულის სალათასუში, ზღვის მცენარეების სალათა, ედამამი
III დღეკრევეტები და ბოსტნეულის მწნილიბრინჯი და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულიმისოს წვნიანი და ორაგული

შეჯამება

ტრადიციული იაპონური დიეტა ფოკუსირებულია მინიმალურად დამუშავებულ საკვებზე და აქცენტი კეთდება ზღვის პროდუქტებზე, ხილსა და ბოსტნეულზე. კვების ამ სტილმა შეიძლება გააუმჯობესოს საჭმლის მონელება, ხელი შეუწყოს წონის მართვას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებისგან.

სხვა დიეტები

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.

სხვადასხვა დაჭრილი ხილი

ხილის დიეტა: რადიკალური კვების რეჟიმი

ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.

მწვანე ჩაი ჭიქაში

მწვანე ჩაის დიეტა: ცხიმის ჯანსაღი წვა

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოკინავას საკვები

ოკინავას დიეტა: კვების იაპონური სტილი

ოკინავა ცნობილია როგორც ლურჯი ზონა და ამ ზონებში მცხოვრები ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს სხვა მოსახლეობასთან შედარებით. სიცოცხლის