გლუტენის აუტანლობის სიმპტომები

თებერვალი 3, 2025
მარცვლეული და პურის ნაჭრები
სარჩევი

გლუტენის აუტანლობა არის დაავადება, როდესაც ადამიანს რეაქცია აქვს გლუტენზე, ცილების ჯგუფზე, რომელიც გვხვდება ხორბალში, ქერსა და ჭვავში.

ცელიაკია, არაცელიაკური (გლუტენის მიმართ მგრძნობელობა) და ხორბლის ალერგია არის გლუტენის აუტანლობის სიმპტომები, რომლებიც იწვევს სხვადასხვა ტიპის პრობლემას და დისკომფორტს.

მათ ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, უმჯობესია არ მიირთვან გლუტენის შემცველი პროდუქტები.

1. ცელიაკიის სიმპტომები

დაღლილი ადამიანი

ცელიაკია გლუტენთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე დაავადებაა და ის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აწუხებს. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ფაღარათი, ყაბზობა დაღლილობა და ა.შ.

ფაღარათი და ყაბზობა

ცელიაკი სწორ ნაწლავში იწვევს ანთებას, აღიზიანებს გარსს და ხდება საკვები ნივთიერებების ცუდი შეწოვა. ეს კი ხშირად იწვევს ფაღარათს ან ყაბზობას.

ხშირმა ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ელექტროლიტების დისბალანსი და დეჰიდრატაცია. ასევე, ამ დროს შესამჩნევია ფეკალური მასის მძაფრი და უსიამოვნო სუნი.

დაღლილობა

გლუტენის აუტანლობის ამ ტიპის პრობლემამ ხშირად შეიძლება დაღლილობა გამოიწვიოს. ამას ხელს უწყობს ძილის დარღვევა, ქრონიკული ტკივილი და სხვა.

დამატებით, ცელიაკია დაკავშირებულია რკინადეფიციტური ანემიის უფრო მაღალ რისკთან, რაც გავლენას ახდენს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის უნარზე.

შფოთვა

ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ და დეპრესიისკენ. ამის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება გლუტენის აუტანლობაც იყოს.

ცელიაკიამ შფოთვისკენ მიდრეკილება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზის გამო – განწყობის შეცვლა, ვიტამინების დეფიციტი, ცერებრალური ჰიპოპერფუზია, ცვლილებები ნაწლავის მიკრობიომში.

დაბუჟება

გლუტენის აუტანლობის კიდევ ერთი სიმპტომია ნეიროპათია, რომელიც მოიცავს ხელის და ფეხის დაბუჟებას. ეს მდგომარეობა ხშირია დიაბეტიან და B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში.

გარდა ამისა, ცელიაკიის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

გაინტერესებს რა არის გლუტენი?

წაიკითხე ჩვენი სტატია და მიიღე მეტი ინფორმაცია გლუტენის შესახებ.

2. არაცელიაკური სიმპტომები

თავის ტკივილი

არაცელიაკური მგრძნობელობა შედარებით მსუბუქი დაავადებაა, თუმცა ის უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. გლუტენის აუტანლობის ამ ტიპის სიმპტომებიდან გამოსარჩევია შებერილობა, თავის ტკივილი და ტვინის ნისლი.

შებერილობა

შებერილობის დროს გაქვთ ისეთი გრძნობა, თითქოს მუცელი გასივებულია და გაზებით არის სავსე. ამის მიზეზი კი სწორედ რომ გლუტენის აუტანლობა იყოს.

გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობის სიმპტომები მუცლის სხვა ტიპის დისკომფორტსაც მოიცავს, თუმცა თუ ხშირად გაწუხებთ ის, შეიძლება მიზეზი სხვა რამ იყოს.

მუცლის ტკივილი

მუცლის ტკივილის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი არის გლუტენი და საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია.

ასე, რომ თუ ხშირად გაწუხებთ ტკივილი მუცლის არეში, განსაკუთრებით ცომეულის მიღების შემდეგ, შესაძლოა მიზეზი გლუტენის აუტანლობა იყოს.

თავის ტკივილი

სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, ადამიანებს ვისაც უარყოფითი რეაქცია აქვთ გლუტენზე, ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი. გარდა ამისა, გლუტენმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი.

ტვინის ნისლი

კვლევის მიხედვით, არაცელიაკური აუტანლობის მქონე ადამიანების 48%-ს ერთ-ერთ სიმპტომად გამოუვლინდათ “ტვინის ნისლი”. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, უჭირს აზროვნება და ხდება გულმავიწყი.

3. ხორბლის ალერგიის სიმპტომები

ადამიანი ეხება ხორბალს

ხორბლის ალერგია არის ალერგიის ტიპი, როდესაც იმუნური სისტემა რეაგირებაში შედის ხორბალში არსებულ გარკვეულ პროტეინებთან, მათ შორის გლუტენთან. ეს სიმპტომები ბავშვებში უფრო ხშირად ვლინდება.

გამონაყარი კანზე

ხორბლის ალერგია ხშირად იწვევს სხვადასხვა პრობლემას, როგორიცაა ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს ქავილი და ანთება.

როგორც წესი, ეს რეაქცია ვლინდება მას შემდეგ, რაც ადამიანი ხორბლის პროდუქტს მიიღებს და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ქრება.

საჭმლის მონელება

კვლევებმა აჩვენა, რომ ხორბლის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებს აწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები – გულისრევა, ღებინება, კუჭის კრუნჩხვები, დიარეა.

გარდა ამისა, სიმპტომები შეიძლება იყოს შებერილობა, ტკივილი და სხვა. ეს გამოწვეულია თქვენი სხეულის იმუნიტეტის რეაქციით, რომელიც წარმოიქმნება ხორბლის მსგავსი ალერგენის ჭამის შემდეგ.

ანაფილაქსია

ეს არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის საშიშიც კი არის. სიმპტომებიდან გამოირჩევა შეშუპება, ჭინჭრის ციება, გულისრევა, ღებინება და სუნთქვის გაძნელება.

მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება რამდენიმე წუთში, შეიძლება ერთი საათის შემდეგ გამოვლინდეს. მკურნალობა ხდება ეპინეფრინით, რომელიც შეჰყავთ კანში ანაფილაქსიის დაწყების შემდეგ.

შეჯამება

გლუტენის აუტანლობას ახასიათებს სხვადასხვა ტიპის სიმპტომი და თითოეულ ადამიანში ის განსხვავებულ დისკომფორტს იწვევს. ამიტომაც, უმჯობესია თავი აარიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც გლუტენს შეიცავს. რა თქმა უნდა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მსგავსი სტატიები

სამი კივი, ერთი შუაზე გაჭრილი

კივის სასარგებლო თვისებები

კივი არის ძალიან გემრიელი და უნიკალური ხილი, რომელსაც სხვადასხვა სასარგებლო და დადებითი თვისებები გააჩნია. სხვადასხვა კვლევები

პროტეინიანი საკვები

პროტეინი: აუცილებელი ნივთიერება

პროტეინი, იგივე ცილა, არის დიდი, რთული მოლეკულები, რომლებიც ორგანიზმისთვის მრავალ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის საჭიროა უჯრედების

დაფქული კურკუმა და ფესვები

კურკუმა: ოქროსფერი აზიური სანელებელი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სანელებელი კურკუმა, რომელსაც ხშირად "ინდურ ზაფრანასაც" უწოდებენ, საუკუნეებია გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე, მედიცინაში.

ჯოლო და მოცვი თასში

კენკრა: ბუნების პატარა საოცრება

კენკრა არის ხილის სახეობის ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ფერებით, ტკბილი არომატით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.