მაგნიუმის შემცველი პროდუქტები აუცილებლად უნდა მიიღოთ, რადგან ეს მინერალი მონაწილეობს ასობით ქიმიურ რეაქციაში და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ის გვხვდება სხვადასხვა საკვებში, მათ შორის მარცვლეულში, თხილეულში, პარკოსნებში, რამდენიმე ხილსა და ბოსტნეულში.
რომელი პროდუქტები შეიცავენ მაგნიუმს
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მაგნიუმით მდიდარი საკვები, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ მიიღოთ და შეივსოთ ამ ნივთიერების მარაგი.
1. აკაჟუ
აკაჟუ (ქეშიუ) მინერალების საგანძურია. 100 გრამში 290 მილიგრამი მაგნიუმია, რაც დღიური ნორმის თითქმის 75%-ია. გარდა ამისა, ის მდიდარია სპილენძით, თუთიით და რკინით, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ის ცილების და ჯანსაღი ცხიმების შესანიშნავი წყაროა, რაც კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და მისი ჭამა ხელს შეუწყობს ძვლების გამაგრებას და ნერვული სისტემის გაჯანსაღებას.
2. წიწიბურა
წიწიბურა უგლუტენო მარცვლეულია და შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, მათ შორის რუტინს, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და სისხლძარღვების გამაძლიერებელი ეფექტით.
და თუ გსურთ მაგნიუმის შემცველი პროდუქტები მიიღოთ, წიწიბურა შესანიშნავი არჩევანია. 100 გრ დაახლოებით 140 მგ მაგნიუმს შეიცავს და ასევე, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
3. გოგრის თესლი
შემდეგი მაგნიუმით მდიდარი საკვები გოგრის თესლია და 100 გრ დაახლოებით 580 მგ მაგნიუმს შეიცავს. ეს კი დღიური ნორმის 150%-ზე მეტია. გარდა ამისა, ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა თუთიის, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის.
დამატებით, ის შეიცავს ცილებს, კარგ ცხიმებს, უჯრედისს და კვლევებმა აჩვენა, რომ მისი რეგულარული მოხმარება ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან მასში არსებული ტრიპტოფანი ბუნებრივი დამამშვიდებელია.
4. შავი ლობიო
პარკოსნების მეფედ წოდებული შავი ლობიო სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით – ცილებით, უჯრედისით და რკინით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ის შეიცავს ანტიოქსიდანტების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც გვიცავს თავისუფალი რადიკალებისგან.
მოხარშული შავი ლობიოს 100 გრამი გვაწვდის 160 მილიგრამ მაგნიუმს, დღიური ნორმის 40%. საინტერესოა ისიც, რომ ლობიოში არსებული ნახშირწყლები ნელა შეიწოვება, რაც შაქრის დონის სტაბილურად შენარჩუნებაში გვეხმარება.
5. ტოფუ
ტოფუ მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა და განსაკუთრებით პოპულარულია ვეგანურ კვებაში. ის მდიდარია კალციუმით და რკინით, თან დაბალკალორიულია – 100 გრამში სულ 70 კალორიაა.
გარდა სხვა სასარგებლო თვისებებისა, ტოფუს 100 გრამი შეიცავს 110 მილიგრამ მაგნიუმს. საინტერესოა, რომ ტოფუ ასევე შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეხმარებიან მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.
6. შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი არა მარტო გემრიელია, არამედ მაგნიუმის შემცველი საკვებიც არის. 70-85%-იანი შავი შოკოლადის 100 გრ შეიცავს 230 მგ მაგნიუმს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 57%-ს შეადგენს.
მასში არსებული ფლავონოიდები არეგულირებენ წნევას და აუმჯობესებენ გუნება-განწყობას სეროტონინის გამომუშავების სტიმულირებით. თუმცა, შავი შოკოლადი მაღალკალორიულია და უმჯობესია მისი ზომიერად მიღება.
შეჯამება
ასე, რომ თუ გსურთ ამ მნიშვნელოვანი მინერალის მიღება, მაგნიუმის შემცველი პროდუქტები არის შესანიშნავი საშუალება ორგანიზმს მიაწოდოთ საჭირო რაოდენობა. თან, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.