სენდვიჩებისენდვიჩები
ბურგერის რეცეპტი
უმარტივესი ბურგერის რეცეპტი სახლში მოსამზადებლად, რისთვისაც დაგჭირდებათ საქონლის ხორცი და რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.

მომზადების წესი
- პირველ რიგში, გააცხელეთ გრილი ან ტაფა და წაუსვით ზეთი.
- შემდეგ, საშუალო თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი.
- დაამატეთ ფარში, პურის ნამსხვრევები და აურიეთ ხელით რომ კარგად შეერიოს. ბოლოს, გააკეთეთ 4 ცალი წრიული ფორმის კატლეტი.
- მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე, დააფარეთ თავზე და ბურგერი შეწვით 6-8 წუთის განმავლობაში თითო მხარე.
- დაამატეთ პომიდორი, კიტრი ან კიტრის მწნილი, მდოგვი, მაიონეზი ან სასურველი ინგრედიენტი.


