კვერცხის დიეტა არის საკმაოდ პოპულარული ტიპის დიეტა მთელს მსოფლიოში და მას იყენებენ წონაში დასაკლებად.
თუმცა, დადებით მხარეებთან ერთად მას გააჩნია გარკვეული რისკები. ამიტომ, ის შეიძლება თქვენთვის განკუთვნილი არ იყოს.
განვიხილოთ, თუ რა არის კვერცხის დიეტა და ზოგადად სასარგებლოა თუ არა ამ დიეტის გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
რა არის კვერცხის დიეტა
კვერცხის დიეტა არის დაბალკალორიული, ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობის წონაში დაკლების პროგრამა. ამ დიეტის დაცვის დროს თქვენ დღეში ერთ კვებაზე მაინც უნდა მიიღოთ მოხარშული კვერცხი.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტანდარტული გეგმა და კვერცხის სხვადასხვა ტიპის დიეტა არსებობს, ყველა მაინც ერთმანეთს ჰგავს და ერთ წესს მიყვება.
როგორც წესი, ამ დიეტის დროს თქვენ საკვებს მიირთმევთ დღეში სამჯერ (ჩიფსების და მსგავსი წასახემსებლების გამოკლებით) და დასაშვებია მხოლოდ წყალი ან ნულოვანი კალორიული სასმელები. მისი მიზანია წონაში სწრაფად დაკლება კუნთის მასის შემცირების გარეშე.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი შემზღუდველი ბუნებამ და მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები.
დადებითი მხარეები
კვერცხის დიეტას არ გააჩნია განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები. ამ მიზნით შეგიძლიათ დაიცვათ სხვა, მაგალითად საზამთროს დიეტა. თუმცა, მაინც შეიძლება მოგიტანოთ გარკვეული სარგებელი.
- საკვები ნივთიერებები: კვერცხი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და ცილას. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ კვერცხის დიეტა არის ჯანსაღი.
- გადამუშავებული საკვები: ამ დიეტის დაცვის დროს თქვენ არ მიირთმევთ გადამუშავებულ საკვებს, ჩიფსებს, და მსგავს სასუსნავებს. ამიტომ, დროებით გადადიხართ გარკვეულ ჯანსაღ კვებაზე.
უარყოფითი მხარეები
პირველ რიგში, თუ ალერგიული ხართ, სასურველია კვერცხის დიეტა არ დაიცვათ. თუმცა ამის გარდა, მას სხვა უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს.
- კალციუმის დეფიციტი: ამ დიეტა დროს თქვენ არ იღებთ რძის პროდუქტებს, რაც კალციუმის დიდი წყაროა. დამატებით, არ ხდება კალციუმით მდიდარი ბოსტნეულის მიღებაც.
- მაღალი ქოლესტერინი: თუ თქვენ გულის დაავადების მაღალი რისკი გაქვთ, უმჯობესია არ დაიცვათ ეს დიეტა და ზოგადად, დღეში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხი მიირთვათ.
- დაბალკალორიული: საშუალოდ, ერთი კვერცხი შეიცავს 78 კალორიას, რაც საკმაოდ დაბალია. არასაკმარისი კალორიების მიღება კი იწვევს ენერგიის შემცირებას. კალორიის ნორმის გასაგებად გამოიყენეთ კალორიების კალკულატორი.
- ბოჭკოების დეფიციტი: ბოჭკო აუცილებელია საკვების მონელებისთვის და დარეგულირებისთვის. მოხარშული კვერცხი არ შეიცავს ბოჭკოს, მაშინ როდესაც რეკომენდებულია დღეში 30-40 გრ ბოჭკოს მიღება.
რისი ჭამა შეგიძლიათ და რას უნდა აარიდოთ თავი
გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხის დიეტის მრავალი ტიპი არსებობს, რთულია საკვების ზუსტი სიის შედგენა, რომლის ჭამაც შეგიძლიათ და რომელი არ უნდა მიიღოთ.
თუმცა, არსებობს საკვების სახეობები, რომლის მირთმევაც სარგებლის მომტანი იქნება და საკვები, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს წონაში დაკლებას.
რისი ჭამა შეიძლება:
- ქათამი
- თევზი
- ბროკოლი
- ისპანახი
- სოკო
- გრეიპფრუტი
- ლიმონი
- კენკრა
რისი ჭამა არ შეიძლება:
- პური
- მაკარონი
- კარტოფილი
- სიმინდი
- ალკოჰოლი
- შაქარი
- ყველი
- რძე
კვერცხის დიეტის გეგმა
როგორც აღინიშნა, მოხარშული კვერცხის სხვადასხვა ტიპის დიეტა არსებობს და კონკრეტული გეგმის შემუშავება რთულია. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებს – სამჯერადი კვება.
ქვემოთ მოცემულია კვერცხის შვიდდღიანი დიეტის რაციონის მაგალითი.
დღეები | I კვება | II კვება | III კვება |
---|---|---|---|
I დღე | მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი, ორთქლზე მოხარშული სატაცური | გამომცხვარი თევზი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი | მოხარშული ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული სოკო და ისპანახი |
II დღე | მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი | სუკის სტეიკი, ორთქლზე მოხარშული ისპანახი და კომბოსტო | ღორის ფილე, შემწვარი სატაცური |
III დღე | მჭლე ლორი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო | მოხარშული კვერცხი, ისპანახი, დაჭრილი სოკო | ორთქლზე მოხარშული თევზი, სატაცური |
IV დღე | მოხარშული კვერცხი, ფორთოხლის ნაჭრები | შემწვარი ინდაურის მკერდი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი | სუკის სტეიკი, შემწვარი სოკო, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო |
V დღე | შერეული კენკრა, მჭლე ლორი, ორთქლზე მოხარშული სატაცური | გამომცხვარი ისპანახი, ორთქლზე მოხარშული ისპანახი | ღორის ფილე, ბროკოლი |
VI დღე | მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მოხარშული ისპანახი, გრეიპფრუტი | გამომცხვარი ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი | შემწვარი ინდაურის მკერდი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო, სოკო |
VII დღე | მოხარშული კვერცხი, კენკრა | ტუნა თევზი, ისპანახი, სატაცური | მოხარშული ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო, სოკო |
შეჯამება
კვერცხი ცილის შესანიშნავი წყაროა და მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით. არსებობს მრავალი დიეტა, თუმცა კვერცხის დიეტა ბევრთან შედარებით მარტივი და შედეგის მომტანია. მაგრამ, ამ დიეტის დაცვის დროს ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია სანამ მის დაცვას დაიწყებთ.