კომშის სასარგებლო თვისებები

იანვარი 15, 2025
კომში
სარჩევი

კომში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში და პოპულარობით სარგებლობდა ძველ საბერძნეთში და რომის იმპერიაში.

ბოლო წლებში ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ კომშს აქვს მრავალი დადებითი თვისება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რა სასარგებლო თვისებები აქვს კომშს

სტატიაში ვისაუბრებთ კომშის რამდენიმე გამორჩეულ უპირატესობაზე.

1. კომში მდიდარია ანტიოქსიდანტებით

კომში ხეზე

კომშის ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არის ძლიერი ნაერთებია და ხელს უწყობს თავის დაცვას სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისგან.

ეს ხილი მდიდარია არა მხოლოდ C ვიტამინით, წყალში ხსნადი ვიტამინით ანტიოქსიდანტური თვისებებით, არამედ ის ასევე არის სხვა ანტიოქსიდანტების კარგი წყარო.

2. გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ

ქალს მუცელზე იკიდებს ხელს ტკივილის დროს

ტრადიციულ მედიცინაში კომშის თესლს ხშირად იყენებდნენ ყაბზობისთვის და დიარეისთვის. სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა მისი სამკურნალო თვისებები და ამ ხილს შეუძლია შეამსუბუქოს ყაბზობა და ხელი შეუწყოს საჭმლის მონელების დარეგულირებას.

ცხოველზე ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ კომში ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის გაზრდას და ასევე კუნთების მოდუნებას. ის ასევე მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს ფეკალური მასის მოცულობის გაზრდას ყაბზობის სამკურნალოდ.

3. კომში ებრძვის ბაქტერიას

ბაქტერიები

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კომში ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ბაქტერიების ზრდის ბლოკირებას. მაგალითად, Helicobacter pylori-ის ზრდას, ბაქტერიის შტამს, რომელსაც შეუძლია კუჭის ლორწოვან გარსში წყლულების განვითარება.

ასევე, მის ექსტრაქტს შეუძლია ორგანიზმის დაცვა ისეთი ბაქტერიების შტამისგან, როგორიცაა Escherichia coli, Klebsiella pneumonia, S. aureus და Enterobacters aerogenes. ეს არის პათოგენური ტიპის ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა.

4. ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას

ჭრილობის შეხვევა სანტავიკით

ისტორიულად, კომშის თესლსა და ფოთლებს იყენებდნენ ჭრილობების შეხორცებისთვის. ზოგადად, კომშის ფოთოლს სამკურნალო თვისებები გააჩნია, რაც თანამედროვე კვლევებითაც მტკიცდება.

გარდა იმისა, რომ კომში გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად, მისი თესლი კარგია ტრავმის შემდეგ ახალი ქსოვილის ზრდის სტიმულირებისთვის. კომშის თესლის ექსტრაქტის მალამოს ადგილობრივად გამოყენება ეფექტური გამოდგა თაგვებში მეორე ხარისხის დამწვრობის ჭრილობების სამკურნალოდაც.

5. ამცირებს ორსულობისას გამოწვეულ გულისრევას

ორსული ქალი

ორსულობის ადრეულ პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გულისრევა და ღებინება. კვლევების მიხედვით, კი კომშს შეუძლია ამ სიმპტომების შემსუბუქება.

76 ორსულ ქალზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 1 სუფრის კოვზი კომშის სიროფი გაცილებით ეფექტურია ვიდრე 20 მლ ვიტამინი B6 ორსულობის შედეგად გამოწვეული გულისრევის შესამცირებლად.

6. ებრძვის გასტროეზოფაგურ რეფლექსურ დაავადებას

გულისრევის შეგრძნება

გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადება (GERD) არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც კუჭის მჟავა მიედინება უკან საყლაპავში, რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა და გულისრევა.

კვლევებზე დაყრდნობით, კომშს შეუძლია დაგვეხმაროს GERD-ის მკურნალობაში. მისი მიღება შეიძლება როგორც ცოცხლად, ასევე, სიროფის სახით.

შეჯამება

საუკუნეების განმავლობაში ხალხურ მედიცინაში გამოყენებული კომში დღეს მეცნიერულად დადასტურებული სასარგებლო თვისებების მქონე ხილია. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და გეხმარებათ საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვა.

მსგავსი სტატიები

სამი კივი, ერთი შუაზე გაჭრილი

კივის სასარგებლო თვისებები

კივი არის ძალიან გემრიელი და უნიკალური ხილი, რომელსაც სხვადასხვა სასარგებლო და დადებითი თვისებები გააჩნია. სხვადასხვა კვლევები

პროტეინიანი საკვები

პროტეინი: აუცილებელი ნივთიერება

პროტეინი, იგივე ცილა, არის დიდი, რთული მოლეკულები, რომლებიც ორგანიზმისთვის მრავალ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის საჭიროა უჯრედების

დაფქული კურკუმა და ფესვები

კურკუმა: ოქროსფერი აზიური სანელებელი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სანელებელი კურკუმა, რომელსაც ხშირად "ინდურ ზაფრანასაც" უწოდებენ, საუკუნეებია გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე, მედიცინაში.

ჯოლო და მოცვი თასში

კენკრა: ბუნების პატარა საოცრება

კენკრა არის ხილის სახეობის ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ფერებით, ტკბილი არომატით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.