პომიდვრის ჯიშები და სახეობები

ნოემბერი 22, 2024
პომიდვრის სახეობები
სარჩევი

ათასობით პომიდვრის ჯიში და სახეობა არსებობს, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, თუმცა ისინი რამდენიმე ჯგუფში ერთიანდებიან.

აღსანიშნავია, რომ ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინს და ზოგადად, პომიდორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

ამ სტატიაში განვიხილავთ პომიდვრის რამდენიმე პოპულარულ სახეობას.

1. პომიდორი ჩერი

ორი ჩერი პომიდორი

ჩერი არის პატარა, წვნიანი და არომატული პომიდვრის ჯიში, რომელიც მთელს მსოფლიოშია პოპულარული. არსებობს სხვადასხვა ფერის – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ხშირად შეგხვდებათ სხვადასხვა სალათის რეცეპტში.

ეს პომიდორი დაბალკალორიულია და ერთი ცალი დაახლოებით 3 კალორიას შეიცავს. მიუხედავად ზომისა, ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ვიტამინი C, კალიუმი და ანტიოქსიდანტები.

2. პომიდორი რომა

რომა პომიდორი

პომიდორი რომა, იგივე ქლიავის პომიდორი, არის საშუალო ზომის სახეობა. მათ აქვთ წაგრძელებული, ოვალური ფორმა და ნაკლები თესლი, რაც იდეალურია საჭმელებისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ ომლეტში.

ერთი რომა პომიდორი შეიცავს მხოლოდ 10 კალორიას და 1 გრამ ბოჭკოს. ასევე, შეიცავს კალიუმს და C ვიტამინს. ამ ჯიშის პომიდორს აქვს ტკბილი გემო და წვნიანი შიგთავსი.

3. მწვანე პომიდორი

მწვანე პომიდვრები

მწვანე პომიდორი შეიძლება ორ ტიპად დაიყოს: რომელიც დამწიფებისასაც მწვანეა და მეორე, რომელიც ჯერ არ გაწითლებულა. ორივე შეიძლება გამოვიყენოთ საკვებში, თუმცა განსხვავებული არომატი და გამოყენების წესი აქვთ. რა თმა უნდა, მოუმწიფებელი უფრო მჟავეა.

საშუალო მწვანე პომიდორი შეიცავს დაახლოებით 30 კალორიას, მცირე რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს. მისგან შეიძლება დამზადდეს კონსერვები ან გამოიყენოთ კერძების რეცეპტებში. განსაკუთრებით უხდება ხორცს.

4. პომიდორი კამპარი

პომიდორი კამპარი

იდევ ერთი პომიდვრის ჯიში არის კამპარი, რომელსაც აქვს ხასხასა წითელი ფერი და ძალიან ტკბილი გემო. ზომით ჩერი პომიდორზე ოდნავ დიდია. ეს ძალიან მრავალფეროვანი პომიდორია და მას იყენებენ კერძებში, სალათებში, სოუსებში და ა.შ.

ასევე, მას მოიხსენიებენ როგორც კოქტეილის პომიდვრებს და იყენებენ ისეთ კოქტეილებში, როგორიცაა Bloody Mary. ერთი საშუალო კამპარი დაახლოებით 15 კალორიას შეიცავს და კარგი წყაროა A და C ვიტამინების.

5. Heirloom პომიდორი

heirloom პომიდორი

Heirloom არის პომიდვრის სახეობების ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა არა ჰიბრიდული ბუნებით და ფერების ფართო სპექტრით, მათ შორის ყვითელი, მწვანე და წითელი. ცნობილია თავისი უნიკალური და მდიდარი არომატით.

თუ შეამოწმებთ სხვადასხვა კალორიების ცხრილს, ნახავთ, რომ ის დაახლოებით 25 კალორიას შეიცავს და ასევე, ანტიოქსიდანტ ბეტა კაროტინის კარგი წყაროა. ასევე, მისი გამოყენების მრავალმხრივი გზა არსებობს.

შეჯამება

აქ ჩამოთვლილი პომიდვრის ჯიშების გარდა კიდევ მრავალი სახეობა არსებობს, ქვეყნების, მოყვანის თუ სხვა დეტალების გათვალისწინებით. ყველა მათგანს აქვს დამახასიათებელი გემო და გამოყენების უპირატესობა.

მსგავსი სტატიები

გაჭრილი კომში ფოთლით

კომშის ფოთლის სამკურნალო თვისებები

კომშის ფოთლებს გარკვეული სამკურნალო თვისებები გააჩნია და მისი მიღება შეიძლება სხვადასხვა სახით - ჩაი, სიროფი, ექსტრაქტი

სასწორზე აწონვა

როგორ მოვიმატოთ წონაში

ჯანსაღი წონაში მომატება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ბუნებრივად სწრაფი მეტაბოლიზმი ან უბრალოდ

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად