კერძებიკერძები
ომლეტის რეცეპტი
სწრაფი ომლეტის რეცეპტი, რომელიც მზადდება კვერცხით, პომიდვრით, ბაზილიკით და ყველით. შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ინგრედიენტი მეტი არომატისთვის.

მომზადების წესი
- კვერცხი ათქვიფეთ თასში. დაჭერით ბაზილიკის ფოთლები და პომიდვრები გაჭერით შუაზე.
- ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი გემოვნებით. მოათავსეთ ჩერი პომიდვრები და შეწვით 1 წუთის განმავლობაში.
- დაუწიეთ ცეცხლს, მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და მოასხით ათქვეფილი კვერცხი, ისე, რომ მთლიან ტაფაზე თანაბრად გადანაწილდეს.
- მას შემდეგ, რაც კვერცხი გამკვრივდება, თუმცა ზედაპირი ჯერ კიდევ უმია, მოაყარეთ გახეხილი ყველი. თუმცა, ყველის მოყრა შეგიძლიათ მომზადების შემდეგაც.
- როდესაც ომლეტი ბოლომდე შეიწვება, გადაკეცეთ და გადაიტანეთ თეფშზე.


