კერძებიკერძები
რიზოტოს რეცეპტი
კლასიკური რიზოტოს რეცეპტი, იტალიური კერძი რომელიც მზადდება მოხარშული ბრინჯის და ქათმის ბულიონისგან და არის ძალიან გემრიელი.

მომზადების წესი
- ქათმის ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე და შეამცირეთ სითბო ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.
- მეორე ქვაბში მოათავსეთ 2 ს/კ კარაქი, ზეთი, დაჭრილი ხახვი, მარილი და მოხრაკეთ დაბალ ცეცხლზე, 5-6 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ნიორი და მოურიეთ 30 წამი.
- ჩაამატეთ ბრინჯი, მოუმატეთ ცეცხლს და მუდმივად ურიეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი არ გახდება გამჭვირვალე. ჩაასხით ღვინო და განაგრძეთ მორევა 2 წუთით.
- დაუმატეთ ერთი ჩამჩა ქათმის ბულიონი და განაგრძეთ მორევა, სანამ კარგად არ შეიწოვება. განაგრძეთ თითო-თითო ჩამჩა ბულიონის დამატება, რათა სითხე მთლიანად შეიწოვოს ბრინჯმა.
- მას შემდეგ, რაც ბრინჯი სასურველ კონსისტენციას მიიღებს, დაამატეთ 2 ს/კ კარაქი და ახლად გახეხილი პარმეზანი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი. რიზოტო შეგიძლიათ მორთოთ წიწაკით და ოხრახუშით.


