კერძებიკერძები
ფალაფელის რეცეპტი
ავთენტური და ფაფუკი ფალაფელის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში მუხუდოს, მწვანილის და სანელებლების მარტივი კომბინაციით.

მომზადების წესი
- საუკეთესო შედეგისთვის, მუხუდო დაატენიანეთ წყალში, 8-12 საათის განმავლობაში. არ გამოიყენოთ დაკონსერვებული მუხუდო.
- საკვების პროცესორში მოათავსეთ მუხუდო, ხახვი, ოხრახუში, ქინძი, ნიორი, წიწაკა და სანელებლები. ჩართეთ აპარატი და სასურველია ბოლომდე არ დააბლენდეროთ. მასა უნდა იყოს მსხვილი ქვიშის მსგავსი.
- ნაზავი გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ ფქვილი და სოდა. აურიეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 30 წუთიდან ერთ საათამდე.
- გააკეთეთ ფალაფელის პატარა ბურთები. ტაფაში ჩაასხით დაახლოებით 80-10 მლ ზეთი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ჩაყარეთ ბურთულები. მომზადებისთვის საკმარისია 2-3 წუთი.
- როდესაც მიიღებს ყავისფერ შეფერილობას, ამოიღეთ და მოათავსეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რომ ცხიმი გამოჟონოს.
- ფალაფელი მიირთვით ბოსტნეულთან, სალათებთან ან სასურველ სოუსთან ერთად.


