კერძებიკერძები
კარბონარას რეცეპტი
ეს კარბონარას რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ კლასიკური იტალიური მაკარონის კერძი, რომელსაც აქვს რბილი ტექსტურა, ხრაშუნა ყველი და არის ძალიან გემრიელი.

მომზადების წესი
- აადუღეთ წყალი დიდი ქვაბით. ამასობაში დაჭერით 100 გრ პანჩეტა, გახეხეთ 50 გრ პეკორინო, 50 გრ პარმეზანი და აურიეთ ერთმანეთში. თასში ათქვიფეთ 3 კვერცხი და მოაყარეთ შავი პილპილი.
- მდუღარე წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, 350 გრ სპაგეტი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
- დაჭყლიტეთ ნიორი, დიდ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით პანჩეტა ნიორთან ერთად დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. ამის შემდეგ კი, მოაცილეთ ნიორი.
- როდესაც მაკარონი მზად იქნება, გადაიტანეთ ტაფაზე პანჩეტასთან ერთად. პასტა უმჯობესია იყოს ოდნავ სველი და ასევე, არ გადაასხათ მაკარონის ნახარში.
- ყველის უმეტესი ნაწილი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს და მცირე რაოდენობით მოიტოვეთ ზემოდან მოსაყრელად.
- ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და სწრაფად დაასხით კვერცხისა და ყველის ნარევი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და საჭიროებისამებრ დაამატეთ მაკარონის ნახარში სისველისთვის. მარილი მოაყარეთ გემოვნებით.
- კარბონარა გადაიტანეთ თეფშებზე, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შავი პილპილი. უმჯობესია მიირთვათ ცხელი.


