კერძებიკერძები
ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი
უგემრიელესი და კლასიკური ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ კერძის მარტივ მომზადებაში და დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას.

მომზადების წესი
- ხორცის მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, მოათავსეთ თასში და შეურიეთ სუნელები, მარილი, ძმარი და ცოტაოდენი წყალი და კარგად აურიეთ.
- ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ისე, რომ გამოვიდეს დაახლოებით 5 თხელი ნაჭერი და შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან. სასურველია, შემწვარ ბადრიჯანს თუ მოაშორებთ ზედმეტ ცხიმს, სამზარეულოს ხელსახოცის გამოყენებით.
- ამის შემდეგ, ბადრიჯნის ფენებს წაუსვით ნიგვზის სოუსი ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ ან გააკეთეთ რულეტი. თუ დაგრჩებათ ნიგვზის მასა, გადაუსვით ზემოდან.
- ნიგვზიანი ბადრიჯანი მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილიც.


