კერძებიკერძები
სტეიკის რეცეპტი
რბილი და არომატული სტეიკის რეცეპტი, ნივრიან კარაქთან ერთად მარტივად მოსამზადებელი კერძი, რომელიც პირში დნება.

მომზადების წესი
- გააცხელეთ ტაფა ან გრილი მაღალ ცეცხლზე და წაუსვით ზეთი. გაადნეთ კარაქი პატარა ქვაბში საშუალო ან დაბალ ცეცხლზე.
- კარაქს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ნივრის ფხვნილი და აურიეთ. სტეიკის თითო ნაჭერს ორივე მხარეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- მოათავსეთ ხორცი ტაფაზე და თითო მხარე შეწვით 4-5 წუთის მანძილზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს თერმომეტრი, რომელიც 60 გრადუსს უნდა აჩვენებდეს.
- სტეიკი გადაიტანეთ თბილ თეფშებზე, ზემოდან წაუსვით კარაქის და ნივრის სოუსი და მირთმევამდე გააჩერეთ 2-3 წუთით.


