კერძებიკერძები
მწვანე ლობიო ნიგვზით
მწვანე ლობიო ნიგვზით, რეცეპტი რომლის დახმარებითაც შეძლებთ მოამზადოთ არომატული და გემრიელი კერძი მთელი ოჯახისთვის.

მომზადების წესი
- მწვანე ლობიო გარეცხეთ, მოჭერით ღეროს ბოლოები და დატეხეთ. ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ ორჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ.
- მოხარშვის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდვრები და განაგრძეთ ხარშვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
- ამასობაში, ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გატარებული ნიგოზი, 5 წუთით. ნიგვზიანი ხახვი დაუმატეთ მწვანე ლობიოს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. კარგად ამოურიეთ.
- გარეცხეთ შაშკვლავი და გააცალეთ ფოთლები. დაჭერით წვრილად და ჩაამატეთ ქვაბში, მარილთან ერთად. მწვანე ლობიო ნიგვზით მზად არის.


