კერძები

სოკოს ჩაშუშულის რეცეპტი

უგემრიელესი სოკოს ჩაშუშულის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ქამა ან სხვა ტიპის სოკოთი და არის ძალიან არომატული კერძი.

სოკოს ჩაშუშული თეფშზე

მომზადების წესი

  1. სოკო მოაცალეთ ფეხები, კარგად გარეცხეთ, დააცადეთ გაშრობა და შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. შემდეგ დაჭერით ხახვი წვრილ ან მოგრძო ნაჭრებად, მწვანილი გარეცხეთ და დაჭერით წვრილად, ხოლო ნიორი, დაჭყლიტეთ.
  3. წინასწარ გახურებულ, ზეთიან ტაფაზე ცალკე შეწვით ხახვი და შემდეგ სოკო. ხახვი მოშუშეთ დაახლოებით 5 წუთი, ხოლო სოკო 20-30 წუთის განმავლობაში.
  4. ბოლოს, სოკოს დაუმატეთ შემწვარი ხახვი, მწვანილები, ნიორი და მარილი და პილპილი გემოვნებით. სოკოს ჩაშუშული ძალიან გემრიელია ცხელ შოთის პურთან.