კერძები

წიწიბურას კატლეტის რეცეპტი

მსუბუქი წიწიბურას კატლეტის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო და ინგრედიენტი დაგჭირდებათ და არის ძალიან გემრიელი.

ოთხი წიწიბურას კატლეტი

მომზადების წესი

  1. ჯერ მოხარშეთ წიწიბურა - დაასხით ადუღებული წყალი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და თავდახურული მოხარშეთ, დაბალ ცეცხლზე.
  2. ამასობაში, გათალეთ კარტოფილი, სტაფილო და დაჭერით ქინძთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად, პატარა ნაჭრებად.
  3. მოხარშვის შემდეგ, წიწიბურა და ბოსტნეული გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  4. გააკეთეთ ექვსი წიწიბურას კატლეტი, ამოავლეთ საფანელში და დაბალ ცეცხლზე შეწვით ზეთში.