კერძები

შქმერულის რეცეპტი

უნიკალური რაჭული შქმერულის რეცეპტი, რომელიც აერთიანებს ქათმის ხორცის და სხვადასხვა სუნელების არომატებს და აქვს ქართული გემო.

შქმერული

მომზადების წესი

  1. ქათამი დაჭერით პატარა ან საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შეწვით კარაქში. დასრულების შემდეგ დროებით გადადეთ.
  2. ტაფაში არსებულ ცხიმს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ცოტა წყალი, უცხო და ქინძის სუნელი და წამოადუღეთ.
  3. ამის შემდეგ შიგნით მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, დაასხით რძე სანამ ნაჭრები არ დაიფარება, დააფარეთ თავსახური და წამოადუღეთ.
  4. შქმერული მზად არის და ძალიან გემრიელია ლავაშთან ან შოთის პურთან ერთად.