კერძებიკერძები
ელარჯის რეცეპტი
უმარტივესი ელარჯის რეცეპტი, რომელიც სამეგრელოს გამორჩეული და ყოველთვის სასურველი კერძია ნებისმიერ სუფრაზე.

მომზადების წესი
- ღრმა ქვაბში მოათავსეთ ღერღილი და დაფარეთ წყლით. რაც ზედაპირზე ამოვა, გადაყარეთ. გაიმეორეთ პროცესი სანამ ფქვილ საბოლოოდ არ გაირეცხება.
- დასრულების შემდეგ გარეცხილ ღერღილს დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, დროდადრო ურიეთ. როცა ადუღდება, განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე 30-35 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ სიმინდის ფქვილი, განაგრძეთ ხარშვა 15 წუთით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. უნდა მიიღოთ ფაფის მსგავსი სქელი მასა.
- ამასობაში დაჭერით სულგუნი და დაამატეთ ქვაბში. საჭიროა კარგად ამოურიოთ, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში, რომ ერთმანეთში კარგად აიზილოს.
- საბოლოოდ უნდა მიიღოთ ღომის მსგავსი, თუმცა, ელასტიკური კონსისტენცია. ელარჯი თეფშზე გადმოიტანეთ სველი ჩოგნით და მიირთვით ცხელი.ავიდან აიცილოთ ელარჯი კოვზზე.


