კერძებიკერძები
მუჟუჟის რეცეპტი
კლასიკური ქართული მუჟუჟის რეცეპტი, რომელიც ღორის ფეხებისგან მზადდება, აქვს ჟელესებრი კონსისტენცია და სხვადასხვა სუნელები აძლევს გამორჩეულ გემოს.

მომზადების წესი
- პირველ რიგში, კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ ღორის ფეხები. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი.
- მას შემდეგ რაც წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ მთლიანი ხახვი კანის გარეშე, 3-4 ნაჭრად გაჭრილი სტაფილო, ნიახური, დაფნა, ქინძის თესლი, პილპილი და ხარშეთ დაახლოებით 3 საათი.
- დარწმუნდით რომ ხორცი კარგად მოიხარშა, ძვალი თავისუფლად უნდა მოაცილოთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ ოდნავ გააციეთ და ამოიღეთ ხორცი ქვაბიდან.
- მოაცილეთ ძვლები და ხორცი მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში. ხორცის ბულიონს მოხადეთ ზედმეტი ცხიმი და დაახლოებით ერთი ლიტრი გაწურეთ, დაუმატეთ მარილი და ძმარი და აადუღეთ.
- მიღებული ბულიონი დაასხით ხორცს და შედგით მაცივარში. მუჟუჟი მიირთვით მეორე დღეს, თუმცა მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ქინძი.


