კერძები

ლობიოს რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ლობიოს რეცეპტი, რომელიც სურვილის მიხედვით, შეიძლება ამოიზილოს ან უბრალოდ მოიხარშოს.

ლობიო

მომზადების წესი

  1. ქვაბში ჩაყარეთ ლობიო, დაამატეთ წყალი და წამოდუღების შემდეგ, წყალი გადაასხით. დაამატეთ ახალი წყალი და მოხარშეთ ლობიო.
  2. მოხარშვის შემდეგ ამოზილეთ და სასურველი სისქის მისაღებად, დაამატეთ ან მოაკელით წყალი. თუ არ გსურთ ამოზელილი ლობიო, შეგიძლიათ ეს საფეხური გამოტოვოთ.
  3. ზეთიან ტაფაში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ტომატის პასტა და შეურიეთ ლობიოს.
  4. ამის შემდეგ, ლობიოს დაამატეთ წიწაკა, ქონდარი, დაჭყლეტილი ნიორი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში კამა და ჩააგდეთ დაფნის ფოთლები. ხარშეთ 5-7 წუთი.
  5. დასრულების შემდეგ დაამატეთ მარილი გემოვნებით და თქვენი ლობიო მზად არის.