კერძებიკერძები
ღომის რეცეპტი
ტრადიციული ღომის რეცეპტი, ქართული, ღერღილისგან დამზადებული კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ყველთან და სხვა გარნირთან ერთად.

მომზადების წესი
- გარეცხეთ ღერღილი, ჩაყარეთ ქვაბში და დაფარეთ წყლით. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. უნდა მიიღოთ სქელი მასა და თუ გამაგრება შეამჩნიეთ, ამატეთ წყალი და მოურიეთ.
- სქელი მასის მიღების შემდეგ, დაამატეთ სიმინდის ფქვილი და განაგრძეთ ხარშვა. დრო გამოშვებით ურიეთ, რადგან არ მიიკრას ქვაბმა. როდესაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას, გამორთეთ გაზი.
- ღომი ამოიღეთ თეფშებზე, სასურველია გამოიყენოთ სველი ჩამჩა ან ჩოგანი. მოათავსეთ 3-4 ნაჭერი ყველი ან სულგუნი თითო თეფშში და მიირთვით ცხელი.
- გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო, კიტრის და პომიდვრის სალათა, საცივი და სხვა.


