კერძებიკერძები
ჩაქაფულის რეცეპტი
ყველასათვის საყვარელი ჩაქაფულის რეცეპტი, რომელიც არის უგემრიელესი კერძი ტყემლის არომატით, თუმცა შეიძლება ალუჩის გამოყენებაც.

მომზადების წესი
- დაჭერით ბატკნის ხორცი და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით თეთრი ღვინო და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15–20 წუთის განმავლობაში. ზოგჯერ მოურიეთ.
- ამასობაში, წვრილად დაჭერით ტარხუნის ფოთლები, ხახვი, ქინძი, მწვანე წიწაკა და ნიორი დაჭყლიტეთ.
- დაჭრილი ინგრედიენტები, ნიორი და ტყემალი ჩაყარეთ ხორციან ქვაბში, დაამატეთ 1 ლიტრი წყალი, დააფარეთ თავსახური და 1 საათი ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე.
- შიგადაშიგ ურიეთ და მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ ჩაქაფული მიირთვათ შოთის პურთან ერთად.


