საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ნოემბერი 15, 2024
საკვები დანამატები
სარჩევი

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები ნივთიერებები.

არსებობს სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, რომლის მიღება სხვადასხვა ფორმით შეიძლება. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა არის ეს დანამატი და რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

რა არის საკვები დანამატი

საკვები დანამატის კაფსულები

საკვები დანამატების მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომლის ნაკლებობაც აქვს და ვერ იღებს ჩვეულებრივი საკვებიდან.

ეს დანამატები ორგანიზმს აწვდიან ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრირებულ ფორმებს.

საბოლოო მიზანია ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხელოვნური გზით, რადგან ყველა ადამიანი შეიძლება ვერ ახერხებდეს საჭირო მინერალების და ვიტამინების მიღებას ბუნებრივი გზით.

ამ საკვები დანამატების სიაში შედის მრავალი ნივთიერება და ასევე, მათი მიღება სხვადასხვა ფორმით შეიძლება.

ტიპები და ფორმები

ყველაზე ხშირად გამოყენებულ დანამატებს შორის არის ვიტამინები C და D, რომელიც სასარგებლოა იმუნური ფუნქციის და ძვლების ჯანმრთელობისთვის.

ასევე, თევზის ზეთის დანამატები მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით და დადებითად მოქმედებს გულის და ტვინის ჯანმრთელობაზე.

სხვა ფართოდ გამოყენებული საკვები დანამატების სია მოიცავს კალციუმს, რკინას, პრობიოტიკებს და მცენარეული დანამატებიდან გამოსაყოფია ექინაცეა, მელატონინი, ფერმენტები, ამინომჟავები და სხვა.

რაც შეეხება ფორმებს, ამ საკვები ნივთიერებების ჩამანაცვლებლების მიღება სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი, საჭიროებების მიხედვით. ყველაზე პოპულარულია აბები და კაფსულები.

თუმცა, არსებობს სხვა ფორმებიც, როგორიცაა ჟელიბონი და ფხვნილი. ასევე, დანამატები შეიძლება შერეული იყოს ჩაიში, ტკბილეულში, ენერგეტიკულ სასმელში და ა.შ.

დადებითი მხარეები

სხვადასხვა საკვები დანამატი

საკვები დანამატების სარგებელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოხდება მისი სწორი გამოყენება. ის შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მაგალითად, ფოლიუმის მჟავა კარგია ორსული ქალებისთვის, რადგან ეხმარება ნაყოფის განვითარებას. კალციუმი და ვიტამინი D კი სასარგებლოა ძვლებისთვის, შესაბამისად კარგია ასაკოვანი ადამიანებისთვის.

დამატებით, ვიტამინები A, C და E ხელს უწყობენ თვალის ჯანმრთელობას, ხოლო პრობიოტიკები ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და იმუნურ ფუნქციას.

ასევე, თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ სპეციალური დანამატები, რათა მოხდეს საკვები ნივთიერებების სწორი გადამუშავება.

ანალოგიურად, დიეტების დროს, როდესაც ადამიანი ვერ იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას, შესაძლოა მათი შევსება სწორედ რომ საკვები დანამატით მოხდეს.

გვერდითი მოვლენები

ამ დანამატებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიიღება მიიღება რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს გულისრევა და ყაბზობა. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი ან უჩვეულო ძილიანობა გარკვეული დანამატების მიღების შემდეგ.

უარყოფითი მხარეები

რა თქმა უნდა, საკვები დანამატის მიღებისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ღვიძლის ან სხვა ორგანოების დაზიანება.

ზოგიერთი დანამატი ურთიერთქმედებაში შედის სხვა წამალთან და იწვევს არასასურველ შედეგს. მაგალითად, K ვიტამინს შეუძლია ხელი შეუშალოს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს, რაც ამცირებს მათ ეფექტურობას.

რისკი უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონკრეტულ სამედიცინო სიტუაციებში. დანამატებმა შესაძლოა შეცვალონ სხეულის რეაქცია ანესთეზიის მიმართ ან შეამციროს ქიმიოთერაპიის ეფექტურობა.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ საკვები დანამატები კარგი საშუალებაა საჭირო ნივთიერებების მისაღებად, საჭიროა იცოდეთ მათი დადებით და უარყოფითი მხარეებია. ასევე, სწორად გამოყენების და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მსგავსი სტატიები

body mass index

BMI: წონის გამოთვლის ფორმულა

BMI ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია, რომელიც გამოიყენება ადამიანის წონის შესაფასებლად, სიმაღლის და წონის შეფარდების გზით. ეს

გაჭრილი კომში ფოთლით

კომშის ფოთლის სამკურნალო თვისებები

კომშის ფოთლებს გარკვეული სამკურნალო თვისებები გააჩნია და მისი მიღება შეიძლება სხვადასხვა სახით - ჩაი, სიროფი, ექსტრაქტი

სასწორზე აწონვა

როგორ მოვიმატოთ წონაში

ჯანსაღი წონაში მომატება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ბუნებრივად სწრაფი მეტაბოლიზმი ან უბრალოდ

პომიდვრის სახეობები

პომიდვრის ჯიშები და სახეობები

ათასობით პომიდვრის ჯიში და სახეობა არსებობს, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, თუმცა ისინი რამდენიმე ჯგუფში ერთიანდებიან. აღსანიშნავია,