ჩიზბურგერის რეცეპტი
უგემრიელესი ჩიზბურგერის რეცეპტი, რომლის მომზადება მარტივად შეგიძლიათ სახლში და შესაძლებელია დაამატოთ სასურველი ინგრედიენტები.
მომზადების წესი
1
საქონლის ხორცი, სტეიკის სოუსი, პილპილი და ნივრის მარილი აურიეთ ერთ თასში და გააკეთეთ რვა თხელი კატლეტი.
2
ყველის ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს და გაჭერით ოთხ კვადრატად. თითო ყველის ნაჭერი მოათავსეთ ორ კატლეტს შორის.
3
გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და შეწვით კატლეტების თითო მხარე 4 წუთის განმავლობაში.
4
ბოლოს ააწყეთ ჩიზბურგერი – ფუნთუშებს შორის მოათავსეთ ხორცი, კიტრი, სალათის ფურცელი და სხვა ინგრედიენტები.
დრო40 წთ
პორცია4
კალორია570
ინგრედიენტები
- 680 გრ საქონლის ფარში
- 4 ნაჭერი პომიდორი
- 12 ნაჭერი კიტრის მწნილი
- 4 სალათის ფურცელი
- 1 ს/კ სტეიკის სოუსი
- 1 ჩ/კ შავი პილპილი
- ¾ ჩ/კ ნივრის მარილი
- 4 ნაჭერი ამერიკული ყველი
- 4 ბურგერის ფუნთუშა