სენდვიჩები

ავოკადოს ტოსტის რეცეპტი

უმარტივესი ავოკადოს ტოსტის რეცეპტი, რომლის მომზადებას სჭირდება რამდენიმე წუთი და შეგიძლიათ გაამდიდროთ სასურველი ინგრედიენტით.

ავოკადოს ტოსტი

მომზადების წესი

  1. პურის ნაჭრები გახუხეთ ტოსტერში ან ტაფაზე და ზემოდან წაუსვით გახეხილი ნიორი, ისე, რომ მთლიანი ზედაპირი დაიფაროს.
  2. ავოკადო გათალეთ, დაჭერით და მოათავსეთ პატარა ჯამში. დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი, შავი პილპილი და დანაყეთ. სასურველია, მასა იყოს ოდნავ სქელი.
  3. პურის ნაჭრებს გადაუსვით ავოკადო და ზემოდან მოაყარეთ წითელი წიწაკა. ავოკადოს ტოსტი შეგიძლიათ მორთოთ დამატებითი ტოპინგით - პომიდვრით, მწვანილით, კიტრით და ა.შ.