სენდვიჩებისენდვიჩები
ჩიზბურგერის რეცეპტი
უგემრიელესი ჩიზბურგერის რეცეპტი, რომლის მომზადება მარტივად შეგიძლიათ სახლში და შესაძლებელია დაამატოთ სასურველი ინგრედიენტები.

მომზადების წესი
- საქონლის ხორცი, სტეიკის სოუსი, პილპილი და ნივრის მარილი აურიეთ ერთ თასში და გააკეთეთ რვა თხელი კატლეტი.
- ყველის ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს და გაჭერით ოთხ კვადრატად. თითო ყველის ნაჭერი მოათავსეთ ორ კატლეტს შორის.
- გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და შეწვით კატლეტების თითო მხარე 4 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს ააწყეთ ჩიზბურგერი - ფუნთუშებს შორის მოათავსეთ ხორცი, კიტრი, სალათის ფურცელი და სხვა ინგრედიენტები.


