კექსის რეცეპტი
მარტივი და გემრიელი ვანილის კექსის რეცეპტი, რომელიც სწრაფად მზადდება და იდეალურია დაბადების დღეებისთვის და პიკნიკებისთვის.
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 160-180 გრადუსზე. ათქვიფეთ 110 გრ კარაქი და 110 გრ ყავისფერი შაქარი. დაამატეთ ორი კვერცხი და ათქვიფეთ კარგად.
დაუმატეთ ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 110 გრამი ფქვილი და ცოტა მარილი, ათქვიფეთ რომ კარგად შეერიოს და მოათავსეთ კექსის ფორმებში.
კექსი გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ამის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააციეთ.
კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ 150 გრ კარაქი, სანამ არ გახდება ძალიან რბილი, შემდეგ დაამატეთ 300 გრ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და ცოტა მარილი.
ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად, შემდეგ დაუმატეთ რძე და კიდევ ათქვიფეთ. თუ იყენებთ საღებავს, შეურიეთ. მიღებული მასა მოასხით კექსის ზედაპირზე.
- 260 გრ კარაქი
- 110 გრ ყავისფერი შაქარი
- 300 გრ თეთრი შაქარი
- 2 დიდი კვერცხი
- 1 ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
- 110 გრამი ფქვილი
- 3 ს/კ რძე
- საკვები საღებავი (სურვილისამებრ)