ტორტებიტორტები
ხილის ტორტის რეცეპტი
ტკბილი და რბილი ხილის ტორტის რეცეპტი, რომელიც არის შესანიშნავი საზაფხულო ნამცხვარი მორთული სხვადასხვა ხილით და ფაფუკი კრემით.

მომზადების წესი
- ორ საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ღუმელი გაათბეთ 200°C-ზე.
- ჩაყარეთ შაქარი და კარაქი თასში და ურიეთ სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი.
- კარაქისა და შაქრის ნარევს დაუმატეთ 1 ს/კ კვერცხის ნარევი, ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი მასა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ ცომი. შემდეგ მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმებში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე. დასრულების შემდეგ გამოიღეთ და გააგრილეთ.
- ამასობაში, თასში მოათავსეთ კრემი და საკონდიტრო შაქარი. ათქვიფეთ მკვრივი კრემის მისაღებად. დაჭერით სასურველი ხილი (მოცვი, მარწყვი, ჟოლო, ატამი).
- ხილის ტორტის ერთ ცომს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ხილი, ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ნაჭერი და მოაყარეთ დარჩენილი ხილი. შეგიძლიათ კრემი წაუსვათ გვერდებზეც.


