დესერტებიდესერტები
მოჩის რეცეპტი
ტრადიციული იაპონური მოჩის რეცეპტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უნიკალური აზიური დესერტი. მარტივი საფეხურებით და ინგრედიენტების ჩამონათვალით.

მომზადების წესი
- წითელი ლობიოს პასტა შეფუთეთ ალუმინის ფოლგაში და გასამყარებლად შედგით საყინულეში, მინიმუმ 1 საათი.
- შეურიეთ წებოვანი ბრინჯის ფქვილი და მწვანე ჩაის ფხვნილი (მატჩა) მიკროტალღური ღუმელისთვის უსაფრთხო თასში. დაამატეთ წყალი, შაქარი და აურიეთ რომ მიიღოთ გლუვი მასა.
- დააფარეთ პლასტმასის თავსახური და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, 3-4 წუთი. ამასობაში, წითელი ლობიოს პასტა გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 8 თანაბარ ბურთულად.
- გამოიღეთ ბრინჯის ფქვილის ნაზავი მიკროტალღური ღუმელიდან, მოურიეთ და გააცხელეთ თავდახურული, კიდევ 15-30 წამი.
- მაგიდის ზედაპირი დანამეთ სიმინდის სახამებლით, 2 ს/კ ცხელი ბრინჯის ფქვილიდან გააკეთეთ ბურთულა, გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ ერთი ბურთი გაყინული წითელი ლობიოს პასტა და შეკარით ცომი.
- ბურთულას მოაყარეთ სიმინდის სახამებელი და მოჩი მოათავსეთ მაფინის ქაღალდში. გაიმეორეთ იგივე პროცესი სხვა ბურთულების დასამზადებლად და მიირთვით.


