დესერტები

ალადების რეცეპტი

ფაფუკი და გემრიელი ალადების რეცეპტი, რომლის მომზადება ყველასთვის ძალიან მარტივია და საჭიროა სულ რამდენიმე ინგრედიენტი.

ალადები

მომზადების წესი

  1. დიდ თასში შეურიეთ 1 ჭიქაზე ოდნავ მეტი ფქვილი, კეფირი, კვერცხი, შაქარი, საცხობი სოდა, მარილი გემოვნებით და ათქვიფეთ ცომის მისაღებად.
  2. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა საშუალო და დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ცომი ტაფაში თითო ბლინისთვის .
  3. ალადები კარგად რომ შეიბრაწოს და ამავდროულად ჰქონდეს ფაფუკი შიგთავსი, თითო მხარე შეწვით 2-დან 3 წუთამდე.