დესერტები

ჟოლოს მუსის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ჟოლოს მუსის რეცეპტი, ზაფხულში გასაგრილებელი კენკრის დესერტი რბილი ფაქტურით და გასაოცარი გემოთი.

ჟოლოს მუსი

მომზადების წესი

  1. ჟელატინის ფენები მოათავსეთ თასში, დაფარეთ თბილი წყლით და გააჩერეთ 5 წუთი. გადაასხი წყალი და გაწურეთ ჟელატინი.
  2. ჟოლო, ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად მოათავსეთ ტაფაში და მოამზადეთ საშუალო ან დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში, სანამ კენკრა მთლიანად არ დაიშლება. გადაიტანეთ საცერში და მოაშორეთ თესლები.
  3. შემდეგ შეურიეთ ჟელატინი და გასახსნელად კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ოდნავ შეათბოთ, თუ ჟელატინი არ გაიხსნა. დასრულების შემდეგ მიღებული მასა გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
  4. მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ან ზემოდან მოასხით ჟოლოს და ჟელატინის მასას. მოათავსეთ კონტეინერში და ჟოლოს მუსი შეინახეთ მაცივარში, მინიმუმ 6 საათით.