დესერტები

ბელგიური ვაფლის რეცეპტი

ბელგიური ვაფლის რეცეპტი, რომლითაც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი ტკბილეული სახლში. ის იქნება სასიამოვნოდ ხრაშუნა, ხოლო შიგნიდან მსუბუქი და ფუმფულა.

ბელგიური ვაფლი მწვანე თეფშზე

მომზადების წესი

  1. წინასწარ გააცხელეთ ვაფლის საცხობი. დიდ თასში ათქვიფეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და დარიჩინი.
  2. საშუალო თასში კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა ხელის მიქსერით, ხოლო სხვა თასში შეურიეთ კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, რძე და ვანილის ექსტრაქტი.
  3. კვერცხის გულის მიქსს დაუმატეთ ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. შემდეგ, კი შეურიეთ კვერცხის ცილის მიქსს. ბოლოს, მიღებული მასა დაასხით გაცხელებულ ვაფლის საცხობზე და დაელოდეთ გამოცხობას.
  4. გამოცხობის შემდეგ, ბელგიური ვაფლი შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან, სიროფთან, მარწყვთან ან ნებისმიერ სხვა ტოპინგთან ერთად.