დესერტებიდესერტები
კრუასანის რეცეპტი
უგემრიელესი და ფაფუკი კრუასანის რეცეპტი, კლასიკური ფრანგული დესერტი, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლში.

მომზადების წესი
- თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და დაამატეთ 300 მლ ცივ წყალში გახსნილი საფუარი. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, გადააფარეთ და გააჩერეთ 2 საათით.
- საცხობი პერგამენტის 2 ფურცელს შორის მოათავსეთ კარაქი და გააბრტყელეთ, დაახლოებით 20x15 სმ. ცომი გააბრტყელეთ 40x20 სმ მართკუთხედად და დაადეთ კარაქი ისე, რომ შუა მესამედი დაიფაროს.
- ცომი ორი მხრიდან მოკეცეთ ისე, რომ ზუსტად ცენტრში შეიკრას და გააბრტყელეთ. შემდეგ გადაკეცეთ რამდენჯერმე ფენების მისაღებად და შეინახეთ მთელი ღამით.
- მეორე დღეს კრუასანის ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 60x30 სმ მართკუთხედად და კიდეები ჩამოაჭერით. გაჭერით შუაზე ისე, რომ მიიღოთ 2 გრძელი ზოლი და თითო ზოლი დაჭერით 6 ან 7 სამკუთხედად.
- თითოეული სამკუთხედი ფორმის ცომი ოდნავ გაწელეთ კუთხეებიდან და შემდეგ ერთი კუთხიდან დაიწყეთ გადახვევა, რომ მიღოთ კრუასანის ფორმა. ბოლოები შემოუკეცეთ, გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე, გადააფარეთ ზეთიანი სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათით.
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ ცოტაოდენი მარილი და მოასხით თითო ნაჭერს. კრუასანი გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.


