დესერტებიდესერტები
ფუნთუშას რეცეპტი
ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშას რეცეპტი, რომელიც არის მარტივად მოსამზადებელია დესერტი საუზმისთვის, ჩაისთან მისაყოლებლად.

მომზადების წესი
- თასში ჩაყარეთ ქიშმიში, დაასხით მდუღარე წყალი, გადაწურეთ და აურიეთ 2 ს/კ ფქვილი. ერთმანეთში აურიეთ 100 მლ თბილი რძე, საფუარი, 1 ჩ/კ ფქვილი და 1 ჩ/კ შაქარი და გააჩერეთ 10 წთ.
- ამასობაში, დარჩენილი რძე გააცხელეთ და გაადნეთ კარაქი. დაამატეთ შაქარი, 1 კვერცხი, არაჟანი, მარილი, ვანილი და საფუვრის მასა. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომს შეურიეთ ქიშმიში, გადააფარეთ და გააჩერეთ რომ აფუვდეს.ამის შემდეგ, ცომისგან გააკეთეთ გუნდები, მოათავსეთ საცხობ ფორმებში და გააჩერეთ ნახევარი საათით.
- ბოლოს კი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ფუნთუშა გამოაცხვეთ ღუმელში, 180 გრადუსზე.


