დესერტებიდესერტები
რასგულას რეცეპტი
ინდური რასგულას რეცეპტი, ვარდის სურნელით გაჟღენთილი, ტკბილი და მსუბუქი ტრადიციული დესერტი. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

მომზადების წესი
- რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ-ნელა დაუმატეთ 2-3 ს/კ ძმარი და ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და რამდენიმე წუთით დააყოვნეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით მუსლინის ქსოვილიან საცერში და გაწურეთ. ძმრის მოსაშორებლად გაავლეთ გამდინარე წყალში. ისევ გაწურეთ, შეკარით და დაკიდეთ 1 საათით.
- ამის შემდეგ, მოათავსეთ თასში და მოურიეთ დაახლოებით 5 წუთი, ცომის მისაღებად. მთავარია, ძალიან არ გამაგრდეს და შემდეგ კი გააკეთეთ პატარა ბურთულები.
- სიროფის მოსამზადებლად ტაფაში ჩაყარეთ შაქარი, 1 ლ წყალი, კარდამონი და ვარდის წყლის ექსტრაქტი.
- მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი არ გახდება წებოვანი.
- მოათავსეთ ცომის ბურთულები სიროფში, დააფარეთ თავსახური და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს გადმოიღეთ თეფშზე, გააციეთ და მოაყარეთ ზაფრანა. დაელოდეთ, რომ რასგულა გაცივდეს და შემდეგ მიირთვით.


