დესერტებიდესერტები
შუს რეცეპტი
უგემრიელესი შუს რეცეპტი, ნამცხვარი რომელსაც აქვს კრემიანი ფაფუკი შიგთავსი და დაბრაწული, რბილი ცომი. შესანიშნავია ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

მომზადების წესი
- საშუალო ცეცხლზე აურიეთ კარაქი, წყალი, რძე, მარილი, 1 ს/კ შაქარი და ურიეთ კარაქის გადნობამდე. მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ სითბო და დაუმატეთ ფქვილი. ურიეთ სანამ არ მიიღებთ სქელ ცომს და გადაიტანეთ თასში გასაციებლად.
- ცომი ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ თითო თითო კვერცხი, დაახლოებით 30 წამის ინტერვალით. ათქვიფეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. შეგიძლიათ ცომი შეინახოთ მაცივარში და მოგვიანებით გამოაცხოთ.
- ამასობაში მოამზადეთ კრემიც. მიქსერის გამოყენებით, ათქვიფეთ ნაღები, 2 ს/კ შაქარი და ვანილის ექსტრაქტი საშუალო სიჩქარით, დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ გლუვი მასა.
- გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დანამეთ წყლით. ცომი გადაიტანეთ კრემის მოსართავში და საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ პატარა ბურთულების სახით. ზემოდა წაუსვით რძის და კვერცხის ნარევი.
- გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეამცირეთ სითბო 175°C-მდე და გააგრძელეთ გამოცხობა კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და ბოლომდე გააგრილეთ.
- ამის შემდეგ შუაზე გაჭერით თითო ნამცხვარი და შეავსეთ მომზადებული კრემით, რომელსაც შეგიძლიათ ასევე შეურიოთ ჯემი ან სასურველი შიგთავსი. შუ შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში.


