დესერტებიდესერტები
კრეპის რეცეპტი
ეს მარტივი კრეპის რეცეპტი დაგეხმარებათ სულ რამდენიმე წუთში მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი, რომელიც მზადდება ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან.

მომზადების წესი
- დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, წყალი და მარილი. დაუმატეთ ფქვილი და კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
- გააცხელეთ ოდნავ ზეთიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ათქვეფილი მასა ტაფაზე, დაახლოებით 1/4 ჭიქა თითოეული კრეპისთვის. ეცადეთ, რომ ცომი მთლიან ზედაპირზე გადანაწილდეს.
- როდესაც ცომის ზედა მხარე გაშრება და ქვედა მიიღებს მოყავისფრო ფერს, გადააბრუნეთ სანამ მეორე მხარეც არ დაიბრაწება. თითო გვერდს სჭირდება 1-2 წუთი.
- კრეპი სასურველია მირთვათ ტოპინგთან ერთად - ტკბილი სიროფი, კრემი, გამდნარი შოკოლადი, თაფლი, მარწყვი, მაყვალი და სხვა.


