დესერტებიდესერტები
პასკის რეცეპტი
ტრადიციული სააღდგომო პასკის რეცეპტი, უგემრიელესი და არომატული დესერტი, რომელიც განსაკუთრებული დღესასწაულისთვის მზადდება.

მომზადების წესი
- დაახლოებით 2 ჩ/კ შაქარი ჩაყარეთ თბილ რძეში, დაამატეთ ცოტა ფქვილი და საფუარი. მოურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი რომ მიიღოთ თხევადი ცომის მასა. დააფარეთ და გადადგით განზე.
- ერთმანეთში ათქვიფეთ კარაქი, შაქარი, მარილი, კვერცხები, არაჟანი და ყველა სანელებელი. ცომის ამოსვლის შემდეგ დაამატეთ ეს ნარევი და იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ დარბილებული ცომი.
- შემდეგ ცომი მოათავსეთ თბილ ადგილზე და დაელოდეთ აფუებას. ამის შემდეგ კი ზეთიანი ხელებით მოზილეთ და გადადგით კიდევ ერთხელ ასაფუებლად.
- მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ სპეციალურ, პასკის ფორმებში, რომელსაც შიგნიდან ექნება პერგამენტი. ცომმა ფორმის ნახევარზე ოდნავ მეტი უნდა დაფაროს.
- ცომს უკვე დააცადეთ ფორმაშივე ამოვიდეს და შემდეგ პასკა შედგით ღუმელში გამოსაცხობად, საშუალო ტემპერატურაზე.


