დესერტებიდესერტები
ჩიას პუდინგის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი ჩიას პუდინგის რეცეპტი, რომელიც არის საკმაოდ ჯანსაღი, გემრიელი დესერტი და შეგიძლიათ მორთოთ სასურველი ხილით.

მომზადების წესი
- ნუშის რძე, იოგურტი, 2 ს/კ სიროფი, ვანილი და მარილი მოათავსეთ ერთ თასში და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ჩიას თესლი , მოურიეთ და გააჩერეთ ჩიას 30 წუთის განმავლობაში.
- ამის შემდეგ, მოურიეთ ნაზავს, მოათავსეთ დალუქულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში 8 საათით, ან მთელი ღამით.
- მარწყვი დაჭერით, მოათავსეთ ცალკე თასში, დაამატეთ 2 ს/კ სიროფი და მოურიეთ. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ან მთლიანი ნუში და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
- ოთხ ჭიქაში გაანაწილეთ ჩიას პუდინგი, ზემოდან მორთეთ მარწყვის ტოპინგით და მიირთვით.


