დესერტები

სამარხვო ბლინის რეცეპტი

თხელი და გემრიელი სამარხვო ბლინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია და შეგიძლიათ დაატკბოთ სასურველი ხილით.

სამარხვო ბლინი

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში, 350-400 მლ ანადუღარ წყალში შეურიეთ ზეთი და ლიმონის წვენი. ცალკე თასში კი მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და სოდა.
  2. სითხის ნახევარი დაასხით ფქვილს და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სითხის მეორე ნახევარი და აურიეთ ისე, რომ თხელი ცომის მასა მიიღოთ.
  3. პატარა ზომის გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და ჩაასხით ცომი, რომ დაიფაროს მთლიანი ზედაპირი და ასე გამოაცხვეთ ბლინის თითო მხარე.
  4. შემწვარ მხარეს მოათავსეთ 1 ს/კ სასურველი ხილის ჯემი, გადაახვიეთ და სამარხვო ბლინი შეწვით ყველა მხრიდან.