პიცის რეცეპტი

პიცა, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული იტალიური ცომეული, უხდება ყველა სიტუაციას. ეს პიცის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ პიზა ხრაშუნა ქერქით და კარგად შეზავებული ინგრედიენტებით.

ცომეული
რვა ნაჭრიანი პიცა მაგიდაზე

მომზადების წესი

1

პატარა თასში გახსენით შაქარი თბილ წყალში და დაამატეთ საფუარი. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ წყლის ზედაპირზე ბუშტები და ქაფი არ წარმოიქმნება.

2

დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი, შუაში გააკეთეთ ღრმული და დაამატეთ ზეითუნის ზეთი და საფუვრის მიქსი. ურიეთ 10-15 წუთი, რადგან ცომი გახდეს გლუვი და შემდეგ გააკეთეთ გუნდა.

3

ჯამის შიგთავსს წაუსვით ზეითუნის ზეთი, შიგნით მოათავსეთ ცომი, შეფუთეთ და ცომის ამოსასვლელად გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი. თუმცა, რამდენიმე საათი უკეთეს შედეგს მოგცემთ.

4

ამის შემდეგ, პიცის ცომი მოათავსეთ ფქვილიან ზედაპირზე, გაჭერით 4 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ 4 გუნდა. თითოეული ცომის გუნდა შეფუთეთ სამზარეულოს ტილოში და გააჩერეთ 30-60 წუთი.

5

ამასობაში, მოამზადეთ ტომატის სოუსი, რისთვისაც დაგჭირდებათ დაკონსერვებული პომიდორი და 1 ს/კ კოშერის მარილი. აურიეთ, რომ მიიღოთ გლუვი სოუსი.

6

ღუმელი გააცხელეთ 230-260 გრადუსზე, მოათავსეთ პიცის საცხობი ქვა და ზემოდან დაადეთ საცხობი ფურცელი. გაითვალისწინეთ, რომ ზედაპირი უნდა იყოს ბრტყელი.

7

თხლად გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი, საცხობ ფირფიტაზე მოაყარეთ სემოლინის ფქვილი. გაბრტყელებულ ცომზე მოასხით ტომატის სოუსი და სხვა სასურველი ინგრედიენტები.

8

მოათავსეთ პიცა გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი და ყველი ოქროსფერი შეფერილობის არ გახდება. გამოცხობის შემდეგ, შეგიძლიათ მოაყაროთ დამატებითი ინგრედიენტები.

დრო2სთ 30წთ
პორცია16
კალორია267
ინგრედიენტები
  • 600 მლ თბილი წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ საფუარი
  • 875 გრ უნივერსალური ფქვილი
  • 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ½ ჩ/კ კოშერის მარილი
  • 1 ს/კ კოშერის მარილი (სოუსისთვის)
  • 30 გრ სემოლინის ფქვილი
  • 795 გრ დაკონსერვებული მთლიანი პომიდორი