რუკოლას სალათის რეცეპტი

უგემრიელესი და ჯანსაღი რუკოლას სალათის რეცეპტი ლიმონის წვენით და პარმეზანით. ეს არის უმარტივესად მოსამზადებელი სალათა, რომლისთვისაც სულ რამდენიმე წუთია საჭირო.

სალათები
რუკოლას სალათა პარმეზანით

მომზადების წესი

1

დიდ თასში მოათავსეთ დაჭრილი რუკოლა და თქვენს მიერ შერჩეული მწვანილი და მოურიეთ.

2

პატარა თასში აურიეთ ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და მარილი.

3

მიღებული სითხე მოასხით რუკოლას და კარგად აურიეთ, რომ მთლიანი მასა კარგად შეერიოს ერთმანეთს.

4

ბოლოს, რუკოლას სალათას ზემოდან მოაყარეთ პარმეზანი და მზესუმზირა ან თხილი.

დრო15წთ
პორცია6
კალორია122
ინგრედიენტები
  • 150 გრ რუკოლა
  • 1/3 ჭიქა ყველი პარმეზანი
  • 3 ს/კ მზესუმზირა ან დაჭრილი თხილი
  • 1 ს/კ დაჭრილი მწვანილი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ/კ კოშერის მარილი