სალათებისალათები
კარტოფილის სალათის რეცეპტი
კარტოფილის სალათის მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მომზადებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია და თან ძალიან მოკლე დროში.

მომზადების წესი
- კარტოფილი გარეცხეთ და გაფცქვენით. დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ კარტოფილი და ხარშეთ 12-15 წუთი, სანამ არ დარბილდება (მაგრამ არ გადაიხარშოს).
- გადაწურეთ კარტოფილი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- როზმარინი მოაცილეთ ტოტს და დაჭერით წვრილად, შეურიეთ ასევე წვრილად დაჭრილი ნიორი.
- დიდ თასში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ღვინის ძმარი, დაჭრილი ნიორი და როზმარინი.
- დაამატეთ გაგრილებული კარტოფილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და ფრთხილად აურიეთ. შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვიც.


