სალათები

ბრინჯის სალათის რეცეპტი

უმარტივესი ბრინჯის სალათის რეცეპტი, რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი საკვები.

ბრინჯის სალათა

მომზადების წესი

  1. დაიწყეთ ბრინჯის მოხარშვა და ამასობაში წვრილად დაჭერით კიტრი, ხახვი, ოხრახუში, ზეთისხილი და პომიდორი გაჭერით შუაზე.
  2. ბრინჯის სალათის დრესინგისთვის პატარა ჯამში მოათავსეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ძირა, ორეგანო, მარილი და პილპილი.
  3. მოხარშული ბრინჯი და დაჭრილი ინგრედიენტები მოათავსეთ დიდ ჯამში და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დრესინგი და კიდევ ერთხელ, კარგად აურიეთ ერთმანეთში.