სალათებისალათები
რუკოლას სალათის რეცეპტი
უგემრიელესი და ჯანსაღი რუკოლას სალათის რეცეპტი ლიმონის წვენით და პარმეზანით. ეს არის უმარტივესად მოსამზადებელი სალათა, რომლისთვისაც სულ რამდენიმე წუთია საჭირო.

მომზადების წესი
- დიდ თასში მოათავსეთ დაჭრილი რუკოლა და თქვენს მიერ შერჩეული მწვანილი და მოურიეთ.
- პატარა თასში აურიეთ ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და მარილი.
- მიღებული სითხე მოასხით რუკოლას და კარგად აურიეთ, რომ მთლიანი მასა კარგად შეერიოს ერთმანეთს.
- ბოლოს, რუკოლას სალათას ზემოდან მოაყარეთ პარმეზანი და მზესუმზირა ან თხილი.


