სალათები

ცეზარის რეცეპტი

მსუბუქი და გემრიელი ცეზარის რეცეპტი, სალათა რომლის მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად.

ცეზარის სალათა

მომზადების წესი

  1. პატარა თასში მოათავსეთ და აურიეთ 3 კბილი დაჭრილი ნიორი, ვორჩესტერის სოუსი, მაიონეზი, 2 ს/კ გახეხილი ყველი პარმეზანი, ანჩოუსები, ლიმონის წვენი და მდოგვი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და შედგით მაცივარში.
  2. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დარჩენილი ნიორი დაჭერით ოთხად და დაამატეთ ტაფაში. მოშუშეთ სანამ ყავისფერი არ გახდება და შემდეგ ამოიღეთ.
  3. პურის კუბიკები შებრაწეთ იგივე, არომატიზებულ ზეთში, გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  4. სალათის ფოთლები მოათავსეთ თასში და დაამატეთ მომზადებული დრესინგი, დარჩენილი პარმეზანი და შებრაწული პურის კუბიკები.