სალათები

პრასი ნიგვზით რეცეპტი

პრასის რეცეპტი ნიგვზით, ძალიან ჯანსაღი, არომატული და გემრიელი ფხალი, რომელიც ქართული სუფრის განსაკუთრებული წარმომადგენელია.

პრასი ნიგვზით

მომზადების წესი

  1. პრასი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, მარილიან წყალში. ბოლოს გადაწურეთ და გადაიტანეთ თასში.
  2. ამასობაში, ნიორი და ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ სუნელები, მწიკვი მარილი და წიწაკა.
  3. შემდეგ ჩაამატეთ ძმარი, 200-240 მლ ანადუღარი ცივი წყალი და კარგად აურიეთ.
  4. მოხარშული პრასი კარგად ამოავლეთ ნიგვზის მასაში და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. რაოდენობა დამოკიდებულია ბურთულას ზომაზე.
  5. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეული მარცვლები. პრასი ნიგვზით მზადაა.