სტაფილოს სასარგებლო თვისებები

აგვისტო 19, 2024
სტაფილო ყვითელ ფონზე
სარჩევი

ბავშვობაში ყველას გვსმენია, რომ სტაფილო მხედველობისთვის არის კარგი, რაც სიმართლეა, თუმცა, მას სხვა მრავალი დადებითი თვისება გააჩნია.

მასში არის მაღალი შემცველობის ბოჭკო და ძალიან კარგი საშუალებაა წონაში დასაკლებად. გარდა ამისა, სტაფილო ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, რაც გულისთვის არის კარგი.

რა სასარგებლო თვისებები აქვს სტაფილოს

სტატიაში განვიხილავთ სტაფილოს მთავარ და მნიშვნელოვან დადებით მხარეებს.

1. კარგია მხედველობისთვის

ცისფერი თვალი

ერთ დიდ სტაფილოს შეუძლია 100%-ით უზრუნველყოს A ვიტამინის ყოველდღიური დოზა. ამ ვიტამინს შეუძლია შეამციროს კიბოს და წითელას რისკიც კი.

A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ქსეროფთალმია, რამაც შეიძლება დააზიანოს მხედველობა და გამოიწვიოს ღამის სიბრმავე. ასე, რომ აუცილებელიც კია სტაფილოს მიღება.

მოამზადე სალათა სტაფილოსგან

მოამზადე სტაფილოს სალათა მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით.

2. აბალანსებს სისხლში შაქრის შემცველობას

ადამიანი იზომავს შაქრის დონეს

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბოსტნეულთან შედარებით სტაფილო უფრო მეტ შაქარს შეიცავს, მას აქვს ანტიდიაბეტური თვისებები.

კვლევის მიხედვით ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კაროტინოიდების დაბალი დონე – პიგმენტები, რომლებიც სტაფილოებს ნარინჯისფერ ფერს აძლევს – ჰქონდათ შაქრის მაღალი დონე. შესაბამისად, სტაფილო ძალიან კარგი ბოსტნეულია მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს.

ასევე, უმი ან ოდნავ მოხარშული სტაფილო დაბალია გლიკემიური ინდექსით, რაც ენერგიის კარგი წყაროა.

3. შესანიშნავია წონის სამართავად

ვარდისფერი სასწორი

გარდა იმისა, რომ სტაფილო შეიცავს ბოჭკოს, ის შეიცავს დიდი ოდენობით წყალს – დაახლოებით 88%.

სხვა ბოსტნეულთან შედარებით, სტაფილო ასევე ასოცირდება სხეულის მასის დაბალ ინდექსთან და სიმსუქნის დაბალ მაჩვენებლებთან, 2021 წელს Nutrients-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით.

სტაფილო დაბალკალორიულია და ერთი ჭიქა დაჭრილი სტაფილო შეიცავს მხოლოდ 52 კალორიას.

4. სტაფილო ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას

ექიმი პაციენტს უზომავს წნევას

სტაფილოში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულირებაში. ეს მინერალი აბალანსებს ნატრიუმის დონეს და ეხმარება ჭარბი ნატრიუმის და სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც ამცირებს წნევას გულზე.

ამერიკული გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული 2020 წლის კვლევამ დაადგინა, რომ სტაფილოს, რამდენიმე სხვა ხილსა და ბოსტნეულს შორის, აქვს ყველაზე დიდი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

5. კარგია იმუნიტეტისთვის

სამედიცინო ნიღაბი

სტაფილო შეიცავს ორ მთავარ ვიტამინს – A და C, რომლებიც სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. სტაფილოში შემავალი C ვიტამინი ხელს უწყობს თქვენი იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.

გარდა იმისა, რომ A ვიტამინი კარგია იმუნურ სისტემისთვის, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლორწოვანი გარსების ფორმირებასა და დაცვაში. ლორწოვანი გარსები მოქმედებენ როგორც ბარიერები მიკრობების ორგანიზმიდან გამოსვლისთვის. ისინი ქმნიან სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და უროგენიტალური ტრაქტის გარსს.

შეჯამება

სტაფილო, მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით, ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს ყოველდღიურ რაციონში. მისი უპირატესობები სცდება მხოლოდ მხედველობის გაუმჯობესებას და მისი დადებითი თვისებები მოიცავს წონის რეგულირებას, ქოლესტერინის დონის შემცირებას, სისხლში შაქრის ბალანსის დარეგულირებას და სხვა.

მსგავსი სტატიები

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად

შუაზე გაჭრილი ავოკადოები

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელი ხილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ზოგადად კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საკვები დანამატები

საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები